შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 20 გარდაცვლილია. მათგან 15-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 13 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა