დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოთა ბერეკაშვილთან შეხვედრაზე BAG-ის წარმომადგენლებმა 10-მდე ინიციატივა გააჟღერეს

შოთა ბერეკაშვილთან შეხვედრაზე BAG-ის წარმომადგენლებმა 10-მდე ინიციატივა გააჟღერეს

27-01-2025 17:34:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან და აღმარულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს  ბიზნესსექტორში არსებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ასევე, აღინიშნა ბიზნესსექტორის განვითარების პოტენციალი და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ პროცესის ფარგლებში გაიმართა. ასოციაცია 130-მდე ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს, რაც ჯამში 1,200-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას საქართველოს წამყვანი ბიზნესების გეგმებსა და ინიციატივებზე. ეს საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მიზანმიმართული და ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის წარმატებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა 10-მდე საინტერესო ინიციატივა გააჟღერეს, რომელიც კომიტეტის საქმიანობის წლიურ გეგმაში იქნება გათვალისწინებული. 

„ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელ კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში, ქვეყნის წარმატება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ ბიზნესისა და საჯარო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

BAG

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები