შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და გლდანის თეთრი ტბის გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. .
„აღნიშნული ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. პირველადი მოკვლევის შედეგად შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა. აღნიშნული ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიყიდა. დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა. იქ არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. აღნიშნული ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა ამ საკითხზე მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ. დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა რა მდგომარეობაც იქ დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია აცხადებს ტენდერს, რის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები სამი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარება და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი.
„კვლევების შედეგების მიხედვით, შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, ასევე, განისაზღვრება მისი შევსებისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
უახლესი
15 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს20 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები1 დღის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები