დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შატო ყირამალა“ შემოდგომის სეზონისთვის მზადაა - შატოს მენეჯერი

„შატო ყირამალა“ შემოდგომის სეზონისთვის მზადაა - შატოს მენეჯერი

04-09-2023 19:00:47

 

რთველის სეზონი ,,შატო ყირამალა ჯგუფის" საქმიანობაში განსაკუთრებით გამორჩეულია. თადარიგი დაწყებულია და რამდენიმე დღეში კომპანია რთველის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia -თან ,,შატო ყირამალას" მენეჯერმა თორნიკე ლაბუჩიძემ განაცხადა.

„შემოდგომისთვის რთველის პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. ბოლო ეტაპზე ვართ, ვაწესრიგებთ ვენახს, 2-3 დღეში ჩავუშვებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შევთავაზებთ, რაც სეზონთან არის დაკავშირებული. გვინდა, ჩვენი სტუმრები აქტიურად ჩავრთოთ როგორც ყურძნის კრეფის პროცესში, ასევე ვატარებთ ყურძნის დაწურვის ცერემონიას, ტრადიციული შატოა, ამიტომ მთავარი აქცენტი მიმართულია, რომ ეროვნული ტრადიცია გავაცნოთ მომხმარებლებს", - ამბობს თორნიკე ლაბუჩიძე. გარდა ამისა,

,,შატო ყირამალას" მთელი სეზონის განმავლობაში ვიზიტორებს სთავაზობს ცხენების და საფეხმავლო ტურებს, აუზის მომსახურებას და სხვა. ინტენსიურად ეწყობა მასტერკლასები, სადაც სტუმრები ეცნობიან ქართულ სამზარეულოს, ეს შეიძლება იყოს ხინკლის მოხვევა, ხაჭაპურის და ლობიანის გამოცხობა, ჩურჩხელას ამოვლება და პურის გამოცხობა.

გარდა ამისა, ვიზიტორებს ვთავაზობთ ტურებს რაჭის ციხეზე, რომელიც ჩვენს შატოსთან ძალიან ალოს მდებარეობს. საინტერესო ტურია ასევე შავი კლდეების ტბაზე, რომელიც ორდღიანი ტურია. მთლიანობაში, ძალიან მრავალფეროვანი სერვისით გამოვირჩევით, ეს არის ადგილი, სადაც დასვენება ბუნებასთან და კომფორტთან არის შერწყმული. შესაბამისად, წლიდან წლამდე მზარდი მოთხოვნაა", - ამბობს კომპანიის მენეჯერი.

რაც შეეხება ტარიფებს, სტანდარტული ორსაწოლიანი კოტეჯის ღირებულება 200 ლარიდან იწყება, საუზმის და აუზის მომსახურების გათვალისწინებით და 430 ლარამდეა, რომელიც უკვე მაღალი კატეგორიის, ექვს ადამიანზე გათვლილი საოჯახო ტიპის კოტეჯია. „შატო ყირამალა“ საქართველოს ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქართული მარანია. აზერბაიჯანის მხრიდან (ჰერეთიდან) შემოსული სტუმრები, საქართველოს შესახებ პირველ ინფორმაციას, სწორედ ამ ტერიტორიაზე მიიღებენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები