დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის „მალეოს“ განვითარება - როგორია „საქართველოს ფოსტის“ 2025 წლის პრიორიტეტები

მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის „მალეოს“ განვითარება - როგორია „საქართველოს ფოსტის“ 2025 წლის პრიორიტეტები

07-01-2025 16:53:00

„საქართველოს ფოსტის“ 2025 წლის მთავარ პრიორიტეტებში „მალეოს“ კიდევ უფრო განვითარება შედის. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული სერვისის მიწოდება მაღალმთიანი რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტის „მალეოს“ განვითარება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მცხოვრებთათვის. რადგან „მალეოს“ პროდუქტი იგივე ტარიფით მიეწოდება მაღალმთიან რეგიონებს: ხულოს, ქედას, ყაზბეგს, მესტიას, როგორ ტარიფსაც იხდის თბილისი. ამ პროდუქტს შეუძლია ძალიან მოკლე ვადაში ევროპიდან მოახვედროს საქართველოში ელექტრონული გზით შეძენილი გზავნილი.ამ პროდუქტის კიდევ უფრო მეტად დახვეწასა და გაძლიერებას ვფიქრობთ. ეს იქნება პრიორიტეტი მომავალ წელს“, - განმარტავს ლევან ჩიკვაიძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები