მზის ელექტროსადგურების სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯი“, რომელიც მომხმარებელს მზის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს, სურამში, კოტეჯი Ninika-სთვის მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა.
როგორც Business Insider Georgia-ს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განუცხადა, კოტეჯისთვის მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 10.44 კვტ ია ; პროექტში გათვალისწინებულია ბრენდ „ასტროენერჯის “ 18 ერთეული 580 ვატიანი მზის მოდული, რომელსაც აქვს 15 წლიანი პანელის, ხოლო 30 წლიანი სიმძლავრის გარანტია; ინვერტერის ბრენდად კი, გათვალისწინებულია ,, ჰუავეი ‘’ ;
„მზის ელექტროსადგურის ინსტალაციით, კოტეჯი Ninika ენერგოდამოუკიდებელი გახდა და წელიწადში დაახლოებით 3500 ლარამდე ელექტროენერგიის ხარჯს გაანულებს“, - ამბობს ნინა გადელია.
კოტეჯი Ninika-ს დამფუძნებელი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მის ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება და კომუნალურ ხარჯებსაც შეუმცირებს.
„ძალიან აქტუალურია მზის პანელების მონტაჟი უცხოეთში სხვადასხვა კომერციულ ობიექტებზე. ამ საკითხით უცხოეთში მოგზაურობისას დავინტერესდი და შესაბამისად ეს ტექნოლოგიები საქართველოშიც ახლა იკიდებს ფეხს. ძალიან მინდოდა, რომ „ნინიკას“ კოტეჯებსაც ჰქონოდა მწვანე სტატუსი, რადგან ეკოლოგიურად სუფთა მასალები მაქვს გამოყენებული და მზის ენერგიის მოხმარებაზე გადასვლა, ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებასთან ერთად, ამ სტატუსის მიღებაში დაგვეხმარებოდა“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
გადაწყვეტილების მიღების შედეგად, კოტეჯი Ninika-ს ოთხ კოტეჯს ელექტროენერგიის ხარჯები შეუმცირდა, რჩება ზედმეტი ელექტროენერგია, რასაც კომპანია გაასხვისებს.
„100%-ით შეგვიმცირდა და პრაქტიკულად გაგვინულდა ელექტროენერგიის გადასახადი“, - ამბობს კოტეჯი Ninika-ს დამფუძნებელი.
უახლესი
19 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო55 წუთის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი