დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის სავალუტო ინტერვენციები ჩვენი მოლოდინების შესაბამისია - ოთარ ნადარაია

სებ-ის სავალუტო ინტერვენციები ჩვენი მოლოდინების შესაბამისია - ოთარ ნადარაია

23-10-2024 18:00:00

სავალუტო ინტერვენციებს რაც შეეხება ჩვენი მოლოდინების შესაბამისია იმიტომ, რომ სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა ე.წ. სენტიმენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდებს, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ანალიტიკოსმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა. 
ნადარაიას განმარტებით, თუ დოლარი საერთაშორისო ბაზარზე არ დასუსტდება, გამყარებაზე ოპტიმისტურ დათქმას ვერ გააკეთებს.
„აქედან გამომდინარე ინტერვენციების პროცესი მაინც უკავშირდება ე.წ. სენტიმენტებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რასაც რამდენიმე თვეა ვაჟღერებთ, ისაა, რომ როგორც კი სენტიმენტები შეიცვლება, რითაც განპირობებულია ინტერვენციები, როგორც წესი გამყარების ზეწოლაში შემოტრიალდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმის პირობას ვერ დავდებთ ეს როდის მოხდება,  მაგრამ ისტორიულად ე.წ. შემოტრიალება ყოველთვის სახეზე გაქვს“, - ოთარ ნადარაია. 

მისივე თქმით, თუ დოლარი საერთაშორისო ბაზრებზე არ დასუსტდება, გამყარებაზე ძალიან ოპტიმისტურ დათქმას ვერ გააკეთებს. 
„იცით, რომ ბოლო დღეებში დოლარი განსაკუთრებით ძლიერია და ესეც არის მნიშვნელოვანი. ჩვენი საბაზისო სცენარია, რომ შემდგომ პერიოდში, როდესაც სენტიმენტები შეიცვალა, სებ-ი უფრო მეტად შეავსებს  რეზერვებს, ვიდრე ლარის მკვეთრ გამყარებას ვიხილავთ, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

იგივე თემაზე: 

სებ-ი | დღევანდელი ინტერვენცია ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას აგვარიდებს და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები