სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას თამთა სოფრომაძე შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე ამავე დეპარტამენტის ხელმძვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
თამთა სოფრომაძე თითქმის 10 წელია, სებ-ის გუნდის წევრია. მანამდე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ეკონომისტის პოზიციას იკავებდა. მისი აქტიური ჩართულობითა და უშუალო მონაწილეობით ეროვნულ ბანკში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის - განახლდა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით განახლდა მონეტარული პოლიტიკის რეგულარული ანგარიშები და პრეზენტაციები; გამოიცა კვლევითი ნაშრომების ახალი სერია - პოლიტიკის კვლევები (Policy Papers); შემუშავდა მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი; გამოიცა დაინერგა ეკონომიკის ციკლის შეფასების დამატებითი მეთოდოლოგია.
თამთა სოფრომაძეს ჩეხეთის უნივერსიტეტ CERGE-EI - სა და ISET - International School of Economics - ში მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხები. ასევე, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამავდროულად არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი. ამასთან, არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი, რომელიც საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებშია გამოქვეყნებული. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა GIPA - ს, საქართველოს უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
უახლესი
11 საათის წინ
რამდენი Bentley-ს ავტომობილია ქვეყანაში რეგისტრირებული13 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა