"საზანოს ღვინის" სასტუმრო კომპლექსს კიდევ ერთი შენობა შეემატა. სასტუმრო განკუთვნილია 71 სტუმრისთვის, რომელთაც ეკომეგობრული, ელეგანტური და თანამედროვე ოთახები ელით.
„ასევე ამაყად წარმოგიდგენთ ჩვენს რეგიონში პირველ ღია სამზარეულოს, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თუ როგორ ამზადებს ჩვენი გამოცდილი გუნდი თქვენთვის ტრადიციულ იმერულ კერძებს.
დააგემოვნეთ ჩვენს ბარში დამზადებული განსხვავებული და გამორჩეული სასმელები.
შეიგრძენით ქართული სტუმართმოყვარეობა საუკეთესოდ – დაგეგმეთ ვიზიტი ჩვენთან“, აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც "საზანოს ღვინო“ ავრცელებს.
საზანოს ღვინის მარანი 2017 წელს დაარსდა და ღვინის დამზადების თითქმის ორსაუკუნოვან საოჯახო-საგვარეულო ტრადიციის აღდგენას მიჰყო ხელი. მარანი მდებარეობს იმერეთში, სოფ. საზანოს საგვარეულო მამულში, მდ. ძუსას ხეობაში.
ძირითადი ორიენტირი გახლავთ იმერული და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს იშვიათი და უნიკალურ ჯიშები, როგორიცაა კრახუნა, ციცქა, ოცხანური საფერე, ალადასტური, ოჯალეში და სხვა. ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს იმერული ტრადიციული მეთოდით. ფერმენტაცია და დავარგება ხდება ქვევრში ჭაჭაზე ნაწილობრივი კონტაქტით.
უახლესი
13 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე15 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს