დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზამთროს იმპორტი 9%-იან ზრდას აჩვენებს

საზამთროს იმპორტი 9%-იან ზრდას აჩვენებს

11-07-2024 18:00:00

საზამთროს იმპორტი 9%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 3,078.21 ტონა საზამთრო შემოიტანა, რომლის ღირებულებაც 976.46 ათასი დოლარია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 976.46 ათასი დოლარის 2,811.22 ტონა საზამთრო იყიდა.

საქართველოში საზამთროს იმპორტი სულ სამი ბაზრიდან ხდება, საიდანაც ლიდერი ირანია, რომელზეც იმპორტის 58%-ი მოდის. 

TOP-3 ქვეყანა, საიდანაც საქართველო საზამთროს იმპორტს ახორციელებს:

  • ირანი - 1,771.53 ტონა
  • თურქეთი - 1,293.60 ტონა,
  • ნიდერლანდები - 13.07 ტონა.

საგულისხმოა, რომ იანვარ-მაისის პერიოდში საზამთროს იმპორტის პიკმა მაისის თვეში შეადგინა. სწორედ მაისზე მოდის საზამთროს იმპორტის 74%-ი.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას ყველაზე დიდი რაოდენობით საზამთრო ქვეყანამ 2019 წელს იყიდა. მაშინ იმპორტმა 18,859.06 ტონა საზამთრო შეადგინა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები