საპორტო მიმართულებაზე ტრენინგებს ვიწყებთ, ჩვენი პარტნიორი PACE ჯგუფის შვილობილი Transford-ი იქნება - „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი
08-07-2024 12:00:00
დასავლეთ საქართველოში ვამატებთ ტრენინგ-ცენტრების ორ ლოკაციას, ბათუმსა და ფოთში და ჯამურად თუ შევხედავთ განხორციელებული გვექნება 14 პროგრამა - ამის შესახებ იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ განაცხადა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საპორტო მიმართულებაში შევდივართ ტრენინგების კუთხით და ჩვენი პარტნიორი იქნება Transford-ი PACE ჯგუფის შვილობილი კომპანია. სადაც საპორტო და სამშენებლო ტექნიკაზე სრულ სპექტრს დავფარავთ თანამედროვე სიმულატორის მეშვეობით. ხოლო ბათუმის ლოკაციაზე წარმოდგენილი იქნება მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკის შეკეთების მიმართულება და ასევე საქართველოში შევქმნით ახალ პროფესიას, ეს იქნება გაყიდვების კონსულტანტი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ სიხარულიძემ.
ცნობისათვის, 1992 წელს დაარსებული „პეის ჯგუფი“ (PACE Group) უდიდესი სატრანსპორტო კომპანიაა საქართველოში, რომელიც მოიცავს საზღვაო სააგენტოებს, საბროკერო, ლოგისტიკის, საკონტეინერო სამსახურებს, ნავმისადგომის და ტერმინალის ოპერატორ კომპანიებს. ჯგუფში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, წლიური ტვირთბრუნვა 3 მილიონ მეტრულ ტონას შეადგენს; Pace Group- ის სამომავლო განვითარების ძირითადი მიზანია შეინარჩუნოს არსებული და მოიზიდოს ახალი ტვირთები მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საზღვაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით. პეის ჯგუფი ფოთის პორტის რვა ნავმისადგომს და პეისის ტერმინალს ამუშავებს