Suro.სურო ყველაზე ეკომეგობრული რესტორანია თბილისში, რომელმაც ყურადღება კონცეფციით მიიქცია. მცენარეებით და ყვავილებით მორთული ინტერიერი, მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის კულინარია ,,სუროს“ აშკარად გამოარჩევს. ერთი წელიც არ არის, რაც რესტორანი ქართულ ბაზარზეა, თუმცა მომხმარებლებში უკვე ძალიან პოპულარულ გახდა.
როგორც ,,სუროს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ირაკლი ხეხელაშვილი Business Insider Georgia– თან აცხადებს, ზაფხული საკმაოდ დატვირთულია, თუმცა განსაკუთრებით სექტემბრიდან ვარაუდობენ აქტიურობას, რაზეც წინასწარ მიიღეს ზომები და კერძების მოდიფიკაცია დაგეგმეს.
,,ახლად გახსნილი რესტორნის კვალობაზე საკმაოდ მაღალი დატვირთვით გვიწევს მუშაობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხარისხიანი მომსახურებით და გამორჩეული კულინარიით ერთგული მომხმარებლები მოვიზიდოთ. მთავარი სავიზიტო ბარათი კი მცენარეებია, რაც ბაზარზე ჩვენს სერვისს ინოვაციურს ხდის. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ხე-მცენარეები და ყვავილები მომხმარებლის დიდ აღფრთოვანებას იწვევს, რაც ,,სუროს“ ნიშაა. ამ ხაზით დავმკვიდრდით ბაზარზე. ჩვენს ყვავილებზე მაღალი დონის ფლორისტი ზრუნავს, რაც შეეხება კულინარიას, ქართული და ევროპული სამზარეულოა. სამომავლოდ ცვლილებას სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავთ. გვინდა, ჩვენი კერძების მოდიფიკაცია მოვახდინოთ. სექტემბრიდან მენიუს განახლებას და ახალი კერძების დამატებას ვგეგმავთ“, - აცხადებს ირაკლი ხეხელაშვილი.
ამდენად, ,,სურომ“ შექმნა სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელი ქალაქში ქალაქს მოწყვიტოს და სიმწვანეში ამოგზაუროს.
2023 წლის ნოემბერში რესტორანს ერთი წელი უსრულდება.
ამ ეტაპზე ,,სურო“ 3 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი