საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზეკონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართულიღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
2023 წელს, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინისტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისდადგენას გულისხმობს, 59 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 286 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 49-ში.
საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 66 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 1332 ნიმუშიდან დარღვევააღმოჩნდა 51-ში. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერგაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება 74 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 601ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 27-ში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილიალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 289 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 13091 ნიმუში; აქედან, 12 584 ნიმუში შეფასდა დადებითად, 507 - უარყოფითად.
ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება - ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვისგანკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირებისშესახებ. 2023 წელს, ადგილობრივი ბაზრისთვის გაცემულია 7,874 სერტიფიკატი. ადგილობრივ ბაზარზე, 2024 წელს კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდება ინსპექტირების პროცესი სარეალიზაციო პუნქტებში.
უახლესი