კენიაში ექსპორტი 46%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ კენიაში ექსპორტზე 820.41 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 560.47 ათასი დოლარის დონეზე იყო.
ბოლო 11 წლის სტატისტიკის მიხედვით, კენიაში ექსპორტმა მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოდან კენიაში 13,546.76 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა.
მიმდინარე წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით კი საქართველოდან კენიაში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი სამაგიდო ან ოთახის თამაშობანია, სწორედ მასზე მოდის მთლიანი ექსპორტის 75%-ი. მეორე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები (9%), ხოლო მესამეზე პლასტმასის ნაწარმი (5%).
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კენიაში ყიდის:
უახლესი
47 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა