საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელმა 279.4 კგ ნაგავი შეადგინა, 2021 წელს კი - 272.7 კგ.
2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 261.1 კგ-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნა ერთ სულ მოსახლეზე 267.6 კგ-ს დონეზე იყო.
არსებული სტატისტიკით, ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა, 1045.1 ათასი ტონა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე მაჩვენებლები 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 4%-იან ზრდას აჩვენებს. არსებული მონაცემებით, ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობამ 1005.9 ათასი ტონა შეადგინა.
2015 წელს ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა 774.7 ათასი ტონა იყო, ზრდა 2022 წლისთვის უკვე 35%-ია.
2015 წელი - 774.7 ათასი ტონა;
2016 წელი - 870.3 ათასი ტონა;
2017 წელი - 922.1 ათასი ტონა;
2018 წელი - 977.4 ათასი ტონა;
2019 წელი - 994.6 ათასი ტონა;
2020 წელი - 973.3 ათასი ტონა;
2021 წელი- 1005.9 ათასი ტონა;
2022 წელი -1045.1 ათასი ტონა;
უახლესი