დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6.3%-ით გაიზარდა

საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6.3%-ით გაიზარდა

11-08-2023 10:08:21

2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6.3%-ით გაიზარდა და 667 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა,- ამის შესახებ PMCG-ის მაკრო მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა 2023 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობის სექტორში იყო დასაქმებული, რაც 180 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა. 

საქართველოში ICT სექტორის ბუმის პარალელურად, დასაქმებულთა ყველაზე მაღალი ზრდა ამ სექტორში დაფიქსირდა.

ICT ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა წლიურმა ზრდამ 30.8% შეადგინა“,-  ნათქვამია მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები