დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაფართოება წლის ბოლომდე დასრულდება

საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაფართოება წლის ბოლომდე დასრულდება

16-11-2023 09:49:50

საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო მაგისტრალის გაფართოება 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა ბაქოს მდგრადი განვითარების II ფორუმის დროს განაცხადა.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნების კვეთაზე აზერბაიჯანი არაერთი სტრატეგიული სატრანსპორტო პროექტის ინიციატორია. ჩვენი ქვეყნის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი 2017 წელს ამოქმედდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გაშვება. „ალიათის“ თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც მდებარეობს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გვერდით და გააჩნია თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მოაწყობს ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციისა და მომსახურების მაღალი დამატებული ღირებულების წარმოებას, გააფართოებს აზერბაიჯანის სატრანზიტო შესაძლებლობებს და გაზარდოს ტვირთის ტრანსპორტირება.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის გარდაქმნას რეგიონულ ჰაბად და ელექტრონული კომერციის ცენტრად“, - ციტირებს Trend-ი ჯაბაროვს.

აღსანიშნავია, რომ BTK არის მნიშვნელოვანი რგოლი შუა დერეფანში, ერთ-ერთი სავაჭრო გზა აზიასა და ევროპას შორის და უზრუნველყოფს უწყვეტ სარკინიგზო კომუნიკაციას ჩინეთსა და ევროპას შორის.

„რკინის აბრეშუმის გზა“ იგივე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა.

პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთზე, ხოლო 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა.

რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, და საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი.

BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები