მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„წნული“ წარმოების გაფართოებასა და ტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს

news image

სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელი დავით პარკაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ წარმოების გაფართოებასა და ტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავენ.

„მალე, სოფელ ლამისყანაში სახელმწიფოს მხარდაჭერით გრძელვადიანი იჯარით გადმოგვეცემა მიწის  3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი,სადაც ვგეგმავთ ნედლეულის ბაზის შექმნას და რამდენიმე კოტეჯის ჩადგმას. ჩვენ ვმართავთ მასტერკლასებს, რაც აინტერესებთ ტურისტებს და უკვე გვექნება ადგილი, სადაც სტუმრები ჩამოვლენ და ჩვენს ღია ვორქშოპებში მიიღებენ მონაწილეობას“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ამასთან, მას შემდეგ რაც „წნული“ ნედლეულის ბაზის შექმნას დაიწყებს, 100-მდე ადამიანის გადამზადებასა და დასაქმებას გეგმავს.

„სოფელი ლამისყანა საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს და ჩვენი მიზანი იყო ამ ტერიტორიაზე გაგვეფართოებინა წარმოება, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოსახლეობის გადინება და დაგვესაქმებინა ადგილობრივები, რადგან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ადგილზე დასაქმების დიდი პრობლემა აქვთ და ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს საცხოვრებელ ადგილებს“, - ამბობს მეწარმე.

„წნულის“ დამფუძნებელი ასვე გეგმავს ინვესტიციების მოზიდვას, წარმოების გაფართოებისა და ტურიზმის სექტორში შესვლის მიზნით.

„ჩვენ არ გვაქვს პირადი ინვესტიცია. გვყავს პარტნიორები, რომლებიც ამ დრომდე მხარს გვიჭერენ. გვაქვს მოლოდინი, რომ დაფინანსებას ამ ახლი პროექტის ფარგლებშიც მივიღებთ“, - ამბობს მეწარმე. 

სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა. საწარმოს იდეის ავტორების სურვილი იყო ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის სივრცის შექმნა.

„შევიმუშავეთ ინკლუზიური გადამზადების პროგრამა, შემდეგ უკვე მივმართეთ საგრანტო კონკურსებს. პირველი მხარდამჭერი იყო საქართველოს ბანკი და ფონდი ებილესი. ჩავუშვით სატესტო პირველი პროგრამა, რომელიც 7 ბენეფიციარზე იყო გათვლილი. პროექტმა გაამართლა და სამი შემდეგ გაყიდვები დავიწყეთ. შემდეგ გავაკეთეთ საამქრო. მომხმარებლიდან ინტერესი დიდია და დღეს, წარმოების დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, 40-მდე დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ“,- ამბობს დავით პარკაძე. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა