დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ავოკადოს იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

საქართველოში ავოკადოს იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა

29-01-2025 18:00:00

2024 წელს საქართველოში ავოკადოს იმპორტმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. წლის განმავლობაში ქვეყანამ 4,451.98 ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო შეიძინა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 11,4%-იანი ზრდაა. 2023 წელს საქართველოში ავოკადოს იმპორტმა 1700.84 ტონა შეადგინა. საქართველოსთვის ავოკადოს ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთია, რომელზედაც ამ ხილის იმპორტის 55%-ი მოდის. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაჩვენებლებით საქართველომ ავოკადო სულ 6 საექსპორტო ბაზრიდან იყიდა:

  • თურქეთი - 1,039.44 ტონა,
  • ნიდერლანდები - 739.11 ტონა,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 79.66 ტონა,
  • კენია - 24.00 ტონა,
  • პერუ - 12.67 ტონა,
  • საფრანგეთი - 0.02 ტონა. 

საგულისხმოა, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წლიდან ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რო წინა წლებთან შედარებით აღნიშნულ ხილზე მოთხოვნა გაზრდილია. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები