ჩვენს მზარდად დაკავშირებულ სამყაროში, სოციალური მედიის პლატფორმები გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. მაგრამ, ვირტუალური კავშირების შენების პროცესში და ჩვენი ცხოვრების პირადი თუ პროფესიული მომენტების საჯაროდ გაზიარებით, ჩვენ შესალოა რიგი კიბერსაფრთხეების წინაშე დავდგეთ.
რა ძირითადი საფრთხეებია ეს?
უფროდაუფრო დახვეწილი ფიშინგ კამპანიები, მავნე კოდი/პროგრამის გავრცელება და ყალბი ანგარიშები (უცნობი პირი სხვისი სახელით სარგებლობს და ასე წარსდგება თქვენთან დაკავშირებისას, MESSENGER-ზე თუ სხვაგან) - ციფრული სამყარო ბევრ სიკეთესთან ერთად ამ საფრთხეებსაც შეიცავს.
მოდით ჩავუღრმავდეთ სოციალური მედიის ამ მხარეს და განვიხილოთ ის რამდენიმე სტრატეგია, რომელიც დაგვეხმარება ციფრული თავდაცვის უნარების განვითარებაში. აქვე უნდა შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული წესი, არამედ რამდენიმე სტრატეგიისგან შემდგარი ერთიანი მიდგომა უნდა გამოვიმუშავოთ.
1. ძლიერი პაროლი - რთული, უნიკალური პაროლი სოცმედიის ანგარიშებისთვის და ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია - რთულ პაროლზე ეს დაცვის დამატებით შრეს წარმოადგენს.
2. Privacy settings - დავუთმოთ დრო და პერიოდულად გადავხედოთ და გავააქტიუროთ კონფიდენციალურობის გასაძლიერებელი პარამეტრები ჩვენს სოცმედიის ანგარიშებზე (ვის შეუძლია პროფილის ნახვა, რა ტიპის ინფორმაცია გავხადოთ საჯარო ან მხოლოდ ვიწრო წრისთვის ხილული, არ გავამჟღავნოთ პირადი და ფინანსური ინფორმაცია და ა.შ.).
3. ყურადღებით ბმულებთან! საეჭვო ბმულებს არ ვაჭერთ და უცნობ ვებ-გვერდებზე არ გადავდივართ და მით უფრო, არც მიბმულ ფაილს ვხსნით და ფინანსურ ინფორმაციას არ ვაზიარებთ.
4. პერიოდულად გადავხედოთ ანგარიშზე აქტივობას (ხომ არ ფიქსირდება თქვენთვის უცნობი აქტივობა, მაგ. შესვლა სხვა მოწყობილობიდან, მესიჯები, რომლებიც თქვენ არ გაგიგზავნიათ).
5. განახლებები და უსაფრთხო დაკავშირება - რეგულარულად დააყენეთ განახლებები და დაცული Wifi კავშირი გამოიყენეთ თუ სოცმედიის ანგარიშზე სენსიტიურ აქტივობას ახორციელებთ (გადახდა, დასპონსორების აქტივობები).
უახლესი
5 საათის წინ
ევროზონაში უმუშევრობა 6,3%-მდე გაიზარდა7 საათის წინ
ლარი გამყარდა