დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
EMAAR ჯგუფი უყურებს საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანას - დავით ნარმანია $6 მილიარდიან ინვესტიციაზე

EMAAR ჯგუფი უყურებს საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანას - დავით ნარმანია $6 მილიარდიან ინვესტიციაზე

30-01-2025 13:00:00

ძალიან დიდი ხანია ისინი უყურებდნენ ჩვენს ქვეყანას, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანას. იმიტომ, რომ არის დაბალი გადასახადები, ჯანსაღი ეკონომიკური გარემო, კორუფცია ნული და კიდევ ბევრი სხვა რამ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩაიდოს ფული, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, ეკონომისტმა დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. ნარმანიას თქმით, საქართველოში არაბული Emaar ჯგუფის შემოსვლა გახდება სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის. მისი აზრით, უკვე არსებული მემორანდუმიც კი დადებით ასახვას პოვებს ლარის კურსზე. 

„საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაფორმდა არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველო საინვესტიციოდ არის მიმზიდველი ქვეყანა. მეორე, ჩვენს ქვეყანას ინვესტიციები ისე სჭირდება, როგორც ადამიანს საარსებოდ ჰაერი. რატომ? იმიტომ, რომ ინვესტიცია დიდწილად განაპირობებს მრავალ ეკონომიკურ და სოციალურ სიკეთეს, როგორიც არის დასაქმება, მშპ-ს ზრდა, ბიუჯეტში გადასახადების სახით დამატებითი თანხების შეტანა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ის ავითარებს სხვა უამრავ სექტორს, რომელიც ჯაჭვურად არის დაკავშირებული იმ სფეროებთან, სადაც ჩაიდება ინვესტიცია. აქედან გამომდინარე უპრეცედენტოდ და ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიაში მართლაც ყველაზე დიდი ინვესტიციის თაობაზე შეთანხმების გაფორმება უკვე სიკეთის მომტანია დღევანდელი დღიდან, იმიტომ, რომ ეს სხვა ინვესტორებისთვის უკვე არის ნიშანი. როცა ასეთი მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი კონკრეტულ ქვეყანაში ინვესტირების შესახებ, ასეთი დიდი პორტფელის ჩადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არის საინვესტიციოდ სანდო, ბიზნეს კლიმატი არის ჯანსაღი და ეს გადაწყვეტილება ასე სპონტანურად არ მიღებულა. ძალიან დიდი ხანია ისინი უყურებდნენ ჩვენს ქვეყანას, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყანას. იმიტომ, რომ არის დაბალი გადასახადები, ჯანსაღი ეკონომიკური გარემო, კორუფცია ნული და კიდევ ბევრი სხვა რამ, იმისათვის, რომ ჩაიდოს ფული ქვეყანაში. და ასევე ჩვენს ქვეყანას უყურებენ, როგორც გრძელვადიანად სტაბილურ ქვეყანას და არ შემიძლია ასევე მის პოლიტიკურ კონტექსტსაც არ შევეხო: უყურებენ იმას თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა პოლიტიკურად და პოლიტიკური გუნდი რამდენად თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. აქაც დაინახეს მათ მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გუნდის და მთავრობის და აქედან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამიტომ ვიდრე ჯერ ფული შემოსულა, ვალუტასაც დავაზუსტებ, 6 მლრდ-მდე დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. ეს უკვე სიკეთეა, ვიდრე რეალურად ფული შემოვა და ინვესტიციების განხორციელება დაიწყება, იმიტომ, რომ ეს სიგნალი იმოქმედებს ვალუტის კურსზე და კურსი თუ არ გაუმჯობესდება. აი ნახავთ თუ არ იმოქმედებს სხვა ინვესტორებზე, რომელთაც შესაძლოა ბოლო პერიოდში რუსთაველზე არსებული არეულობების ფონზე უჭირდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ახლა ისინიც ადვილად მიიღებენ გადაწყვეტილებებს და პოზიტიური ეკონომიკური ცვლილებების მოლოდინში ვართ“, - განაცხადა ნარმანიამ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები