საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა 2023 წლის მარტში, გაიმართა მხოლოდ სამი რაუნდი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ამჟამად დასრულებულია შეთანხმების ტექსტის სამართლებრივი გამართვის პროცესი და მიმდინარეობს შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.
ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას 2023 წლის ბოლომდე მოეწერება ხელი“.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალ მსყიდველობით უნარიანი ბაზარი. გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმება ფარავს როგორც საქონლით ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას.
Busieness Insaider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოდან რამდენიმე სახეობის პროდუქციის ექსპორტით ინტერესდება.
„ბიზნესპალატა აქტიურად თანამშრომლობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან იდენტიფიცირებულია ინტერესი გარკვეული სახის პროდუქციის ექსპორტზე. მათ შორისაა სასარგებლო წიაღისეული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის აქტიური ნაბიჯები საუდის არაბეთთან მიმართებით“, - ამბობს ცირდავა.
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოდან $31,091.1 ათასის პროდუქცია გავიდა.
მათ შორის:
2022 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან საქართველოში $282,128.5 ათასის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
მათ შორის:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 13 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა.
უახლესი