ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია SF Airlines-მა, რომელმაც საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული სატვირთო ფრენების განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, გაზარდა ოპერირების სიხშირე ურუმჩი - თბილისის - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. კერძოდ, სექტემბრიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით პირდაპირ სატვირთო რეისებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, SF Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭა.
უახლესი
1 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI3 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს6 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება