2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა.
საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 392.0 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში მეორე ადგილზე ნიდერლანდებიდან განხორციელებული ინვესტიციებია.
2023 წელს ნიდერლანდებიდან საქართველოში 360.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. TOP-3-შია ასევე თურქეთი. ამ ქვეყნის ბალანსზე გასულ წელს საქართველოში განხორციელებული 168.8 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა.
საგულისხმოა, რომ სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 57.8 პროცენტი შეადგინა.
უფრო კონკრეტულად კი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების წილობრივი გადანაწილება ასე გამოიყურება: I - გაერთიანებული სამეფო 24.6%-ი, II - ნიდერლანდები 22.6%-ი, III - თურქეთი 10.6%-ი.
2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების შემცირება.
უახლესი