დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 16.2%-ით გაიზარდა

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 16.2%-ით გაიზარდა

20-11-2023 12:14:52

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 17 785.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 5 102.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 12 683.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში, 7 580.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6 პროცენტია.

ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტში 2023* წლის იანვარ-ოქტომბერში: 

  • ევროკავშირის ქვეყნები - 12%;
  • დსთ-ის ქვეყნები - 65.2%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 22.8%;

ქვეყნების ჯგუფების წილი იმპორტში 2023* წლის იანვარ-ოქტომბერში: 

  • ევროკავშირის ქვეყნები - 24.1%;
  • დსთ-ის ქვეყნები -  21.6%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 54.3%;

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები