საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მან ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანაში შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს.
საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფო სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
უახლესი
10 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს15 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები23 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები1 დღის წინ
ევროკავშირიდან იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი