„ჩვენ თავიდანვე ვაცნობიერებდით ჩვენი პროდუქტისა და ბიზნესმოდელის უნიკალურობას ქართულ ბაზარზე. ბათუმში ძირითადად აპარტამენტები და აპარტ-სასტუმროები დომინირებს, რომელთა დატვირთულობის კოეფიციენტი და საშუალო ფასები 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მონაცემებთან შედარებით დაბალია. ამ და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ საბაზრო სტანდარტებით თუ შევაფასებთ მიღწეულ შედეგებს, დარწმუნებულები ვართ, რომ სამომავლო წარმატება გარდაუვალია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „პონტუს დეველოპმენტში“ განუცხადეს.
კომპანია „პონტუს დეველოპმენტი“საერთაშორისო ბრენდ როტანას პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც აშენებს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს სახელწოდებით - Pontus Rotana Resort & Spa - Gonio.
„ინოვაციური პროექტი მნიშვნელოვან მოვლენად იქცა რეგიონისთვის და წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, მომგებიანი და საიმედო პასიური შემოსავლის სახით“,- აცხადებენ კომპანიაში. .
გარდა Pontus Development-ის საქმიანობისა, ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია Geverse Construction-ს, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესს მაღალი სტანდარტების დაცვით. GEVERSE CONSTRUCTION-ის წარმატებულ პროექტებს აგრეთვე მიეკუთვნება:
„პროექტები ხაზს უსვამს კომპანიის სტაბილურ პოზიციონირებას სამშენებლო სექტორში და ეკონომიკური ბაზარზე მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს ახლა კი უკვე სასტუმრო ბიზნესის სფეროში.
ბრენდ Rotana-სთან უნიკალური პარტნიორობა საშუალებას აძლევს Pontus Development-ს კიდევ უფრო განავითაროს ტურიზმის სექტორი საქართველოში და ინვესტორებს შესთავაზოს ინოვაციური შესაძლებლობები სასტუმრო ინდუსტრიაში ინვესტირებისათვის კავკასიის რეგიონში“, - აცხადებენ კომპანიაში.
Pontus Capital არის კომპანიების გაერთიანება, რომელიც ფუნქციონირებს დეველოპერული, სასტუმრო და ღვინის მრეწველობის, სარეკლამო და ბიოტექნოლოგიის სფეროებში. დივერსიფიცირებული პორტფელისა და უნიკალური ბიზნეს მოდელის წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მდგრად ზრდას და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ქართულ ბაზარზე, სადაც მთლიანობაში, 100-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
პონტუს კაპიტალს აქვს 3 ოფისი საქართველოში: გონიოს ოფისი - ქ. ბათუმი, წმ. ანდრია პირველწოდებულის 3 ჩიხი N3; ბათუმის ოფისი - ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N50; თბილისის ოფისი - ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #29, მე-4 სართული
უახლესი
1 დღის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა