დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო - მიხეილ ყაველაშვილი

14-01-2025 03:09:00

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს!

საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო.

ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ეროვნულ სიმტკიცეს“, - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები