საქართველოს ჯანდაცვის სექტორის ორი უმსხვილესი წარმომადგენელი, „ევექსი კლინიკები“ და „ევექსი ჰოსპიტლები“ ბრენდის განახლებული სტრატეგიითა და მისია-ღირებულებებით წარდგება საზოგადოების წინაშე.
როგორც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, წლების განმავლობაში ორივე ბრენდი ბაზარზე დამოუკიდებლად ოპერირებდა, თუმცა საერთო სახელი - „ევექსი“ აერთიანებდა, რამაც საზოგადოებაში ორი კომპანიის ერთმანეთთან გაიგივება გამოიწვია. „ევექსი კლინიკები” ამბულატორიული მიმართულებით საქართველოს 6 რეგიონში 34 კლინიკით არის წარმოდგენილი. „ევექსი ჰოსპიტლები“ კი ჰოსპიტალური მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, 17 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს და მოსახლეობას სრულ სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
„ცნობადობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განხორციელდა რებრენდინგი, რის შედეგადაც „ევექსი ჰოსპიტლები“ ახალი ბრენდის - „ვიანის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას, ხოლო მასში შემავალი სამედიცინო ცენტრები, საწყის ეტაპზე, ინდივიდუალურად, საკუთარი ბრენდით პოზიციონირდება. „ვიანი“ სრულიად განსხვავებული ვიზუალური იდენტობით, მისია-ღირებულებებითა და განახლებული სტრატეგიით წარდგება საზოგადოების წინაშე.
„ევექსი კლინიკები“ კი „ევექსი“-ს ბრენდით გააგრძელებს პოზიციონირებას და საქართველოს 6 რეგიონში 34 კლინიკით უზრუნველყოფს პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით სრულ გეგმიურ და ამბულატორიულ სერვისზე ხელმისაწვდომობას. განახლებული ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში, „ევექსში“ ასევე აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის დამუშავება, რომლებიც, ეტაპობრივად, 2024 წლიდან დაინერგება. პროექტები მოემსახურება ოჯახის ექიმის როლის განახლება-გაძლიერებასა და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების განვითარება-გაფართოებას, რაც მომხმარებლის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერისკენ არის მიმართული“, - განმარტებულია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის განცხადებაში.
უახლესი