ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაშიახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა დასხვა ასპექტების განხილვას შეეხო. სხდომაზე დეპუტატების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილაქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებულიპროგრამები.
„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვედღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვისვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძოფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად," - განაცხადამინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებითფუნქციონირებს ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლებისგანმავლობაში 100,000 - ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისმოსაზიდად განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტისერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზების შედეგად 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოაარა მხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით. მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობაუნიკალურ პროექტზე - რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრზექალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითიკომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისოკრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილიდა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშებისშექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ცენტრი ასევე მოიცავს ტექნოპარკს დასხვა ლაბორატორიებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალგაზრდების ტექნოლოგიურიმიმართულებით გადამზადებასა და სწავლებაზე. „ამ ეტაპზე, 12,000 - ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, რაცბაზარზეც აისახა - მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49,000 - მდე გაიზარდა," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
უახლესი
27 წუთის წინ
ჩვენი ნიშა სახლური გემოებია - DIVOL1 საათის წინ
ბაზისბანკი | საგრანტო პროგრამა სათბურების მოსაწყობად