პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 83 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო.
როგორც მომხსენებელმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, კანონპროექტით თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა გადაიწევს 2026 წლის პირველ იანვრამდე, რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს საკუთარი წარმოება აღჭურვონ კანონმდებლობის შესაბამისად და აიღონ ლიცენზია ისე, რომ არ შეფერხდეს საწარმოო პროცესი.
„2024 წლის 14 ივლისს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მწარმოებელთათვის დაწესდა მოთხოვნები, რაც განპირობებული იყო მაღალტექნოლოგიური სტანდარტიზებული საწარმოების ფუნქციონერების უზრუნველყოფით. ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისთვის მთავრობას მიეცა გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მომზადებულიყო შესაბამისი დადგენილება, რომელშიც გაიწერებოდა აღნიშნული სტანდარტები და შესაბამისად, საწარმოები გადაიარაღდებოდნენ. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში წარმოდგენილი ცვლილების ინიცირება", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
უახლესი
4 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია