საქართველოს ბანკმა, მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი სერვისების მიწოდების მიზნით, საკორესპონდენტო ურთიერთობების ქსელი გააფართოვა და პარტნიორობა The Bank of New York Mellon corporation-თან დაიწყო, რომელიც ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ნიუ-იორკში მდებარეობს.
აღნიშნული სტრატეგიული ნაბიჯით, საქართველოს ბანკი საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობებს აძლიერებს და მომხმარებლებისთვის მომსახურების კიდევ უფრო ეფექტიანად გაწევას უზრუნველყოფს.
„The Bank of New York Mellon Corporation -ის დამატება საქართველოს ბანკის ქსელში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ძალისხმევას, გავაძლიეროთ საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გავაუმჯობესოთ ეფექტიანობა ტრანზაქციების შესრულების კუთხით. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორობების დამყარებას, რითაც ხელს ვუწყობთ მტკიცე და საიმედო ფინანსური კავშირების ქსელის ჩამოყალიბებას. რაც მთავარია, აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მეტი მოქნილობა საერთაშორისო ტრანზაქციებში, შესაბამისად, მივაწოდოთ მათ უმაღლესი დონის ფინანსური სერვისები“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ The Bank of New York Mellon Corporation მესამე ამერიკული ბანკია საქართველოს ბანკის ქსელში.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა1 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს