საქართველოდან ოქროს ექსპორტი 40%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან 7,079.20 ათასი დოლარის ღირებულების 0.21 ტონა ოქროს (ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) ექსპორტი განხორციელდა, 2023 წლის იანვარში კი 0.35 ტონის, რომლის საერთო ღირებულებაც 9,973.32 ათასი დოლარი იყო.
ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოდან ოქროს ექსპორტი დინამიურია და ის ყოველწლიურად 3 ტონამდე ფარგლებშია.
მიმდინარე წლის მაჩვენებლებით კი საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს ნომერ პირველი მომხმარებელი შვეიცარიაა, რომელზედაც აღნიშნული ნედლეულის ექსპორტის 90%-ი მოდის. იანვარში საქართველოდან ოქრო სულ 3 ბაზარზე გავიდა: შვეიცარია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
უახლესი