საქართველოდან მოცვის ექსპორტი სტაბილურად იზრდება და მხოლოდ შარშან მოგებამ $14 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ამერიკის მთავრობისთვის ეს განსაკუთრებით სასიხარულოა, ვინაიდან 2018 წლიდან აქტიურად ეხმარებიან მოცვის მწარმოებლებს.
„ვამარაგებთ მათ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ცოდნით. შედეგად ვიღებთ გაზრდილ შემოსავალს რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის და მეტ სამუშაო ადგილს.
გურიაში ვიზიტისას ელჩი მოცვის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს ესტუმრა და დაათვალიერა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე მეურნეობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ ბიზნესის წარმატებისთვის. ამ სამაცივრე მეურნეობის მეშვეობით Blueberry Farm-ი, რომელსაც საკუთარი წარმოებაც აქვს, მეზობელი მწარმოებლების მოსავალსაც შეიძენს.
დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების 30% აშშ-ის მხარდაჭერითაა შექმნილი“, - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
17 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე19 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა19 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს