დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგარეჯოს თიზ-ის ამოქმედების ვადამ 1 წლით გადაიწია

საგარეჯოს თიზ-ის ამოქმედების ვადამ 1 წლით გადაიწია

29-06-2023 11:14:12

მთავრობამ საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ამოქმედების ვადა 1 წლით გადაავადა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.

2022 წლის 10 ოქტომბრის №479 დადგენილებით მთავრობამ საგარეჯოს თიზ-ი ფუნქციონირების ვადის დაწყებად 2023 წლის 1 სექტემბერი განსაზღვრა, თუმცა 2023 წლის 27 ივლისის  №237 დადგენილება 2022 წლის №479 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დასაწყებად არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბერი განისაზღვრა.

საგარეჯოს თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა:

ა) საგარეჯოს თიზ-ისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე ფუნქციონირების დაწყებამდე საგარეჯოს თიზ-ის შესასვლელ-გასასვლელში საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარით აღჭურვა შემდეგი პირობების დაცვით:

ა.ა) საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის (მათ შორის, ხელბარგის რენტგენოსკანერის) განთავსება წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის (ნახაზის) შესაბამისად;

ა.ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

ა.გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი,

გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

ა.დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერისა და კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით, ქსელით, ასევე სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ამავე სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ა.ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნიკური საშუალებებით;

ა.ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვა;

ბ) ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

შეგახსენებთ, რომ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგდანოვკაში 1,117,450 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) უნდა მოეწყოს და თიზ-ის სტატუსით 50 წლის განმავლობაში იფუნქციონიროს. 

საგარეჯოს თიზ-ის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლებამოსილებას შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ განახორციელებს.  საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს „ასი გრუპ ჯორჯია“ 100%-იანი წილის მფლობელია ოირდანიის მოქალაქე ოსამა ი. მ. ალ შანტი.

ამ დროისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.


თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. ის წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. მისი შექმნა შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები