საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დანიშნა. ამის შესახებ BFM TV იტყობინება.
34 წლის ატალი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური გახდა.
წინა „რეკორდი“ ეკუთვნოდა საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ლორან ფაბიუსს, რომელიც პრემიერ-მინისტრი 1984 წელს 37 წლის ასაკში გახდა.
ატალი განათლების მინისტრი იყო ელიზაბეტ ბორნის მთავრობაში. ერთი დღით ადრე მაკრონმა პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის გადადგომის განცხადება მიიღო.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა2 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის