დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მაღალ შეფასებას აძლევენ და ქვეყანას ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს - მიხეილ დონდუა

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მაღალ შეფასებას აძლევენ და ქვეყანას ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს - მიხეილ დონდუა

17-01-2025 16:34:00

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დონდუამ.

„მნიშვნელოვანია, რომ გაეროს შეფასებით საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის დაბალ ტემპს. 2025 წელს იქნება 2,9%, შემდგომ უფრო დაბალი მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო უკეთესი და კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის პროგნოზი და წინასწარი შეფასება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკა 9%-ით, 2025 წელს - 6%-ით, 2026 წელს - 5%-ით იზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს ექნება ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2025 წელს“, - განაცხადა დონდუამ.

ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით, საქართველო საერთაშორისო სივრცეში ლიდერ პოზიციებზეა. გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6% უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის დოკუმენტი გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები