დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საელჩოები და საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის საქმეში - მიხეილ ხიდურელი

საელჩოები და საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის საქმეში - მიხეილ ხიდურელი

17-12-2023 15:21:00

საელჩოები და საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენს საქმეში“ - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, საპატიო კონსულები სააგენტოს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით აქტიურად ეხმარებიან.

„საელჩოები და საზღვარგარეთ ჩვენი წარმომადგენლობები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენს საქმეში. საპატიო კონსულები აქტიურად გვეხმარებიან და ალბათ მათ გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი პარტნიორობა განსაკუთრებულია, მეგობრები ვართ და ყოველდღიური შეხება გვაქვს. აწყობილი გვაქვს ისეთი სისტემა, სადაც მათი და ჩვენი მხრიდან თანამშრომლები პერმანენტულად კონტაქტზე არიან და ინფორმაციის გაცვლა ხდება ძალიან სწრაფად. როდესაც ინვესტორი მივა საელჩოსთან, იქ ზუსტად იციან, რა არის იმ დროსითვის ჩვენი შეთავაზებები და ძალიან სწრაფად ხდება პირველადი ინფორმაციის მიწოდება იმისთვის, რომ ინტერესი გამოიწვიონ. შემდეგ სპეციალური ბლანკის შევსებით ჩვენთან გადმოამისამართებენ და ფაქტობრივად, საელჩოსთან შეხვედრის შემდეგ, მეორე საღამოს უკვე ჩვენგან ეგზავნებათ მეილი, იწყება ინვესტიციებზე მოლაპარაკებები.

რომ არა ჩვენი საელჩოები, ის თანამშრომლები, რომლებიც ეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ, მაღალკვალიფიციური ელჩები, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებითაც ძალიან აქტიურია, ალბათ ჩვენ დღეს ეს შედეგები არ გვექნებოდა. თუმცა, გვინდა, რომ მეტი წარმომადგენლობა გვქონდეს ბიზნესის ნაწილში და ჩვენს საელჩოებს დავეხმაროთ კიდევ უფრო მეტად, სწორედ ამიტომ გვყავს კონსულტანტი კომპანიები, რომლებიც საელჩოს ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებენ, თუმცა არიან დამატებითი ბონუსი“, - ამბობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი,

მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტომ 80 საელჩოს თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარეთ.

„დავიქირავეთ ცნობილი ბრიტანული კომპანია, რომელიც ეკონომიკურ დიპლომატიაში ძალიან გამოცდილია და ზუსტად ეს გვეხმარება იმაში, რომ ყველამ ერთ ენაზე ვისაუბროთ“, - აღნიშნა ხიდურელმა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები