2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 19,809.89 ათასი დოლარის ღირებულების 0.48 ტონა ოქრო გაიტანა. ეს მაჩვენებლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82%-იან კლებას აჩვენებს, რადგანაც გასული წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ საზღვარგარეთ გასაყიდად 2.67 ტონა ოქრო გაიტანა. 2024 წლის 2 თვეში ექსპორტირებული ოქროს საერთო ღირებულება კი 104,699.40 ათას დოლარს შეადგენდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს 16%-ი შვეიცარიაში გაიყიდა. მიმდინარე წელს ოქრო სულ 3 საექსპორტო ბაზარზე გადაიზიდა.
საექსპორტო ბაზრები, სადაც საქართველომ ოქრო გაყიდა
შვეიცარია - 0.44 ტონა;
თურქეთი - 0.03 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.01 ტონა;
საქართველოდან ოქროს ექსპორტის რეკორდი 2010 წელს დამყარდა, როდესაც ქვეყანამ 7.19 ტონა ოქრო გაყიდა.
უახლესი