ღია ბანკინგრის კუთხით კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ დეპუტატ ვაკო თურნავას კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე განმარტებით, 1,5-2 წელიწადში აღნიშნული მიმართულება ბევრად უფრო განვითარებული იქნება.
„რაც მოვედი ერთი წელიწადია ვცდილობ ღია ბანკინგი უფრო კარგად გავიგო და სულ ვცდილობ გავიგო, რატომ არ მუშაობს ისე კარგად როგორც უნდა მუშაობდეს. ხანდახან ვცდილობ ეს დავაბრალო იმას, რომ დეცენტრალიზებულად გაკეთდა და არ გაკეთდა ცენტრალიზებულად. ანუ არ გაკეთდა სებ-ის ეგიდის ქვეშ და ხანდახან ქალბატონ ნათიასთან (სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა) და საბჭოსთან (სებ-ის საბჭო) ერთად გაქვს ეს მსჯელობები, რა შეიძლება უფრო უკეთესად გაკეთდეს, რომ ღია ბანკინგი უფრო ცენტრალიზებული იყოს იმიტომ, რომ დღესდღეობით ის არის საბანკო ასოციაციის ხელში და რამდენიმე დაწესებულებაა მხოლოდ დაერთებული. გარკვეული კრიტერიუმები არის საჭირო იმისთვის, რომ ვიღაცა დაერთდეს და ეს არც ისე ადვილია. იმიტომ, რომ საოპერაციო რისკებია გასათვალისწინებელი, ქვეყნის პროცედურებია ... ამიტომ, რომ იმუშაოს ღია ბანკინგმა უფრო კარგად, როდესაც შესულხართ მობილურ აპლიკაციაში გინახავთ ხართ თუ არა თანახმა რომ დაუერთდეთ ღია ბანკინგს, მაგრამ ის კარგი რაღაცები რაც ღია ბანკინგის კუთხით უნდა გაკეთდეს მე ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რამ გაქვს გასაკეთებელი და როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ სფეროს კურირებს გპირდებით, რომ კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ. 1,5-2 წელიწადში მგონია, რომ ეს სფეროები ბევრად უფრო განვითარებული იქნება“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
სხდომაზევე დეპუტატი ვაკო თურნავა დაინტერესდა, ღია ბანკინგის სრულფასოვნად დანერგვის შემდეგ, ის საკომისიოები, რომელიც ლარში გადარიცხვების გაკეთებისთვის დღეს ქვეყნიდან გადის, დარჩება თუ არა ქვეყანაში.
„ღია ბანკინგი ნიშნავს, რომ ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე არანაირი სხვა „ინტერმედიალების“ საშუალებით არ გაივლის და პირდაპირ ანგარიშიდან ვარჯიშზე მოხდება ანგარიშსწორება. დღეს მაგალითად ბარათის სისტემებს ვიყენებთ და ხვალ გამოვიყენებთ ანგარიშების სისტემას. და ალბათ მალე იქნება შესაძლებელი, რომ ბარათის ნაცვლად მივაბათ ანგარიში. მე ახლა ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას და მიახლოებით VISA და Mastercard-ს აქვთ ასობით მილიონი ლარის საკომისიო ქვეყნიდან გატანილი. კითხვაც ამაშია, რომ ღია ბანკინგის ჩართვა გამოიწვევს თუ არადა და ალბათ გამოიწვევს, რომ ეს თანხა ქვეყნიდან აღარ გავა და პირიქით ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება“, - განაცხადა ვატო თურნავამ.
ეკატერინე გალდავამ კი პასუხად განაცხადა, რომ სებ-ი National Switch-ის პროექტზე მუშაობს.
„გარდა ღია ბანკინგისა ლარზე დაფუძნებული ანგარიშსწორება, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს, ამ პროექტზე ვმუშაობთ. ერთი წელი მაინც დასჭირდება Switch-ის გაკეთებას. ეს ადვილი პროექტი არ არის. ვცდილობთ, რომ საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობ, რომ ჩვენი მენტალობა და ჩვენი მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე. კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება და არ არის აუცილებელი, რომ ყველგან გვქონდეს ბარათი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ასევე QR კოდებით გადახდის საშუალება, რომელიც ასევე ნაწილია მყისიერი გადახდის სისტემების დანერგვის. ალბათ ყველა საზღვარგარეთაა ნამყოფი და ყველამ ძალიან კარგად იცის, არის ქვეყნები სადაც ბარათი, რომ ამომიღია ეს რა არისო უკითხავთ. მაგრამ მე უნდა მქონოდა შესაბამისი მოწყობილობა, აპლიკაცია, სადაც QR კოდის წაკითხვის საშუალება გვექნებოდა. ამ პროცესზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რადგან არის მთავარი სტანდარტები. კი, კომერციულ ბანკებს აქვთ QR-ები, მაგრამ რამდენად მუშაობს მგონი ჩემზე კარგად იცით. აქედან გამომდინარე ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ევროპიდან არის გადმოღებული ვეცდები, რომ ყველას ერთიანი გვქონდეს. ერთი რამ რაც გამომრჩა, ეს არის „კროს ბოარდის“ სისტემის გამოყენება, როდესაც „აიპიესი“ იქნება გამოყენებული. ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებულები VISA-სა და Mastercard-ზე. თუმცა მთელი მსოფლიო უმეტესად დამოკიდებულია SWIFT-ზე და SWIFT-ის გადარიცხვებზე, იმ შემთხვევაში, როდესაც „აიპიესი“ საბოლოოდ იქნება დანერგილი უფრო ადვილი იქნება სხვა ქვეყნებში დანერგილ სისტემებთან ჩვენი სისტემის დანერგვა. ლარში განხორციელდება თუ სავაჭრო პარტნიორის ვალუტაში დამოკიდებული იქნება ურთიერთ შეთანხმებებზე, არის ასეთი პროექტები და ბევრი ქვეყანაა დაერთებული და ჩვენც ველოდებით, როცა დავიწყებთ მის დანერგვას“, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.
უახლესი
12 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა1 დღის წინ
რჩევები ეზოს მოსაწყობად