დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დავით ნარმანია პარლამენტში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგა

დავით ნარმანია პარლამენტში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგა

27-03-2025 17:39:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე   მოხსენებით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესებისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების საკითხზე.

დავით ნარმანიამ კომიტეტების წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, მომხმარებელთა საჩივრების კლასიფიკაციის, მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მექანიზმებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხვადასხვა სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 5 მარეგულირებელი უწყების მოსმენა გაიმართა. მოხსენებით წარდგნენ სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი პირები. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები