დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფილიგრინი“ პრემიალური ხაზის პროექტი „თეთრი კვადრატისგან“ ოფიციალურად გაიხსნა

„ფილიგრინი“ პრემიალური ხაზის პროექტი „თეთრი კვადრატისგან“ ოფიციალურად გაიხსნა

27-03-2025 18:43:00

დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ პრემიალური ხაზის პროექტის „ფილიგრინის“ მშენებლობის დაწყება 2022 წლის ივლისში დააანონსა. პროექტის სამუშაოები გეგმის მიხედვით დასრულდა და ახლა უკვე საცხოვრებელი კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა.

„ფილიგრინი“ დანელიას ქუჩაზე მდებარეობს, 2 წუთის სავალზე ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი ხიდიდან.

პროექტის ასაშენებლად და კეთილმოწყობისთვის 10 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ როგორც კერძო ინვესტორები, ასევე საქართველოს ბანკი და თიბისი ლიზინგი.

„ფილიგრინი“ აერთიანებს 80 ბინას, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, 2 000 კვ.მ. გამწვანებულ რეკრეაციულ ზონას.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსს მოემსახურება კომპანია, რომელიც უზრუნელყოფს პროექტის მოვლა-პატრონობას, რაც მოიცავს: 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტების, ეზოს გამწვანება, დასუფთავებას  მოვლას და სხვა.

“მოხარული ვარ, დღეს, უკვე ოფიციალურად გამოვაცხადოთ ჩვენი პრემიალური ხაზის  პროექტის, “ფილიგრინის” დასრულება. პირველ რიგში ვულოცავ ფილიგრინის მობინადრეებს, არქიტექტორებს და გუნდს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მიმაჩნია, რომ  “ფილიგრინის” სახით თბილისს, კიდევ ერთი, მაღალი ხარისხის ცხოვრებისთვის განკუთვნილი პროქტი შეემატა. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი დოლარი იყო, პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობდნენ როგორც კერძო ინვესტორები, ასევე საქართველოს ბანკი და თიბისი ლიზინგი“ განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, თეთრი კვადრატის მმართველმა პარტნიორმა

„ფილიგრინის“ გახსნას ასევე ესწრებოდა „თეთრი კვადრატის“ ერთ-ერთი ინვესტორი, გილ ფეილერი. 2024 წელს ფეილერმა ბიქეი ჰოლდინგთან და სხვა ინვესტორებთან  ერთად დააარსა უძრავი ქონების პირველი საინვესტიციო ფონდი საქართველოში „გოლდენ ფლის ინვესტმენტსი“. როგორც ფეილერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ფონდმა პირველივე წელს IRR-ის 20%-იანი მაჩვენებელს მიაღწია.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვარ საქართველოში და ბატონ ირაკლი ბურდილაძესთან ერთად ვესწრები „ფილიგრინის“ გახსნას. საქართველოში პირველად 2007 წელს ჩამოვედი, და მომწონს ის ფაქტი, რომ ქვეყანა მყარი ეკონომიკური გარემოთი გამოირჩევა, სწრაფად ვითარდება და წარმოადგენს საინვესტიციოდ მომგებიან ბაზარს. დეველოპერული სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. „თეთრი კვადრატი“ კი ამ სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა” განაცხადა გილ ფილერმა

----------------------

“ფილიგრინი” არის პრემიალური ხაზის პროექტი, ენერგოეფექტური, ადაპტირებული და აღჭურვილი სახანძრო სისტემებით, დამონტაჟებულია KONE-ს ბრენდის მაღალი ხარისხის ლიფტები.

კომპლექსი აღჭურვილია გენერატორით, რომელიც უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას. 

სახლის გარე და შიდა კედლები აშენებულია ენერგოეფექტური YTONG-ის ბლოკით. ამ მასალით აშენებული კედელი ოთახის ტემპერატურას უფრო დიდხანს ინარჩუნებს და უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას.

აღსანიშნავია რომ “ფილიგრინში” ყველა კომერციული სივრცე გაყიდულია და დარჩენილია მხოლოდ 3 ბინა, რომელიც ელის მის მომავალ მობინადრეებს.

„თეთრი კვადრატი“ არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია. “თეთრ კვადრატს” 11 პროექტი აქვს საქართველოში, რომელთა შორის 3 პროექტი უკვე დასრულებულია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები