დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის მსუბუქი ავტომობილი იყიდა

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის მსუბუქი ავტომობილი იყიდა

27-03-2025 18:00:00

მიმდინარე წლის ორ თვეში საქართველომ 326,797.95 ათასი დოლარის ღირებულების 19,765.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი მოახდინა, მაშინ როდესაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტი 25,770.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილის დონეზე იყო. შესაბამისად კლება 23%-ია.

2025 წლის მაჩვენებლებით საქართველომ ყველაზე მეტი ავტომობილი აშშ-დან იყიდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის მსუბუქი ავტომობილი იყიდა:

აშშ - 15,301.00 ცალი

იაპონია - 1,733.00 ცალი

ჩინეთი - 641.00 ცალი

გერმანია - 629.00 ცალი

კორეა, რესპუბლიკა - 285.00 ცალი.

ბოლო წლების სტატისტიკით საქართველომ ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი 2023 წელს იყიდა - 219,638.00 ცალი. ხოლო რაც შეეხება 2024  წლის სტატისტიკას, წლის განმავლობაში ქვეყანაში იმპორტირებულია 3,534,013.61 ათასი დოლარის ღირებულების 210,858.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი. 
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები