დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გადაამზადა

ComCom-ის მედიალაბმა სტარტაპერები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გადაამზადა

27-03-2025 17:37:00

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის სემინარი „ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ციფრულ ეპოქაში“ ჩატარდა. შეხვედრას 4S-ის დამფუძნებელი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ჯოჯუა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს კონკურენტულ გარემოში ინოვაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ სალომე ჯოჯუა არის Edwards Mediation Academy-ის სერტიფიცირებული მედიატორი და საქართველოს მედიაციის ასოციაციის წევრი.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტელექტუალური საკუთრების სახეები და მათი მნიშვნელობა; ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაციისა და დაცვის პროცესი; ასევე, დავების მოგვარება და პოტენციური დარღვევების მართვა.

სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, ComCom-ის მედიალაბი უკვე მეექვსე წელია მნიშვნელოვან შეხვედრებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები