დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სადგურის მოედნის განახლება და ავტობუსის პრიორიტეტული გადასასვლელის მოწყობა იგეგმება - Ramboll-ის რეკომენდაცია

სადგურის მოედნის განახლება და ავტობუსის პრიორიტეტული გადასასვლელის მოწყობა იგეგმება - Ramboll-ის რეკომენდაცია

25-12-2023 10:00:00

თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, სადგურის მოედნის განახლება და ავტობუსის პრიორიტეტული გადასასვლელის მოწყობა იგეგმება. 

„სადგურის მოედანი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია თბილისში, რომელიც მეტროს, რკინიგზას, საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსებს აკავშირებს. თუმცა, არსებული სივრცე უსისტემოდ გამოიყენება, რაც ხერგილებს, რთულ სატრანსპორტო კვანძებსა და ქვეითებისთვის სახიფათო გარემოს იწვევს. გარდა ამისა, სადგურის მოედნის წინ მდებარე ფართო ტერიტორიაზე ბრუტალისტური ბეტონის დიზაინია. ავტობუსების, ტაქსებისა და სხვა ავტომობილების ქაოტური მოძრაობა ტერიტორიაზე ხშირად ქმნის საცობებს. მაღაზიები, მთავარი მოედნის ქვემოთ, მუდმივად ვანდალიზებული და მეტ-ნაკლებად მიტოვებულია. წარმოდგენილი სქემით სადგურის მოედნის ტერიტორიის მნიშვნელოვნად განახლებული დიზაინი, კეთილმოწყობა და რეაბილიტაციაა შემოთავაზებული, შემდეგი ელემენტებით:

• საჯარო სივრცე: კეთილმოწყობილი, მწვანე და მდგრადი საჯარო სივრცე ქალაქის მთავარ კარიბჭესთან

• მრავალმოდალური კვანძი: თავისუფალი, შეუფერხებელი და მისაწვდომი კვანძი მეტროს, რკინიგზას, ავტობუსებსა და ტაქსებს შორის

. • ავტობუსის ტერმინალი: განახლებული ავტობუსის ტერმინალი, რომელიც TBT ქსელის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

• ფეხით და ველოსიპედით უფრო უსაფრთხო სიარულისთვის: უსაფრთხო და კომფორტული სივრცეები ტერიტორიაზე ველოსიპედით და ფეხით სიარულისთვის

 • უკეთესი ვიტრინები: გაუმჯობესებული ადგილობრივი ბაზარი და მაღაზიები, რაც არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიზნესის გადანაცვლებას ან უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანების საარსებო წყაროზე.

TBT ქსელის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, სარკინიგზო ხაზზე ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთ გადასასვლელი აშენდება. ხიდზე პრიორიტეტი მიენიჭება ავტობუსებს, ასევე, მიმდინარეობს ველოსიპედისა და ქვეითის ჩართვის ვარიანტების შესწავლა. მოსალოდნელია, რომ ხიდი TBT ქსელით მგზავრობის ხანგრძლივობას შეამოკლებს, გააუმჯობესებს ავტობუსით მგზავრობის დროს და შეამცირებს ავტობუსის ექსპლუატაციის ხარჯებს. მან ასევე შეიძლება უზრუნველყოს ახალი კავშირები ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის, რომლებმაც დღეს ან ბნელ და არაკომფორტულ საფეხმავლო ხიდს იყენებენ, ან გადასასვლელად გზას იგრძელებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

პასუხისმგებლობა:

„TUDA პასუხისმგებელია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და წინასწარი პროექტის წარმართვაზე, ასევე პროექტის განხორციელების შემდგომ მონიტორინგზე, ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური სამსახური პასუხისმგებელი იქნება დეტალურ პროექტირებასა და მშენებლობაზე. სავარაუდოდ „თბილისის განვითარების ფონდი“ პასუხისმგებელი იქნება ინფრასტრუქტურის და სამუშაოების შესყიდვაზე. გარემოს დაცვის სამსახური წარმართავს ფიზიკურ სამუშაოებს, როგორიცაა მათ შორის დარგვა, მორწყვა და დრენაჟი. კომუნიკაციებთან დაკავშირებული სამუშაოები იქნება შესაბამისი კომპანიის პასუხისმგებლობა. ახალი ხიდის მომსახურება ხიდის მოვლის ჩვეულებრივი ტექნიკური მომსახურების პროცედურების შესაბამისად წარიმართება. 

ან შეიძლება განხორციელდეს მესამე მხარე ტექნიკურ კომპანიასთან ხელშეკრულებით, მშვიდობის ხიდის ტექნიკური მომსახურების მსგავსად. სადგურის მოედნის წინ საჯარო სივრცის მოვლა-პატრონობას, სავარაუდოდ, „თბილსერვისი“, „ეკოსერვისი“(გამწვანებისთვის) და ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. „საქართველოს რკინიგზა“ მთავარი დაინტერესებული მხარე იქნება, როგორც მიწის დიდი ნაწილის მფლობელი და რადგან ხიდი რკინიგზის ხაზს გადაკვეთის. პროექტი სავარაუდოდ დაფინანსდება თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი სახსრებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, პროექტი 2025-2027 წლებში უნდა განხორციელდეს: ავტობუსისთვის პრიორიტეტული ხიდის მშენებლობა - 23,000,000 აშშ დოლარი;

ხოლო სადგურის მოედნის რეაბილიტაციის განხორციელება - ღირებულება განისაზღვრება პროექტირების ეტაპზე. 

ჯამში ამ ორი პროექტზე 27,000,000 აშშ დოლარი უნდა დაიხარჯოს. 

80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები