დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს 2024 წელს და რა სიახლეებს შესთავაზებს „კასტელო მარე“ ვიზიტორებს

როგორ აფასებს 2024 წელს და რა სიახლეებს შესთავაზებს „კასტელო მარე“ ვიზიტორებს

20-12-2024 14:00:00

დატვირთულობითა და შემოსავლებით თუ შევაფასებთ, გასულ წელთან შედარებით 2024 წელი გაცილებით უკეთესი იყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს მმართველმა ზანდა მესხიძემ განუცხადა.

„ვიზიტორებში საქართველოს მოქალაქეები ლიდერობენ. გასულ წელს საკმაოდ დაგვაკლდა პოლონეთის ბაზარი, თუმცა გააქტიურდა ისრაელის მიმართულება და ამ ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. საკმაოდ ბევრი სტუმარი ჩამოვიდა სომხეთიდან, ხოლო გაზაფხულის სეზონზე გვყავდა ჯგუფები აშშ-დან. აქტიურია რუსეთისა და საუდის არაბეთის ბაზარი, ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი და იზრდება დაინტერესება უზბეკეთიდან“, - განაცხადა ზანდა მესხიძემ.

მისი თქმით, „კასტელო მარეს“ წარმომადგენლები ნოემბერში იყვნენ გამოფენაზე ტაშკენტში და უზბეკეთიდან საქართველოსთან მიმართებით ინტერესი მზარდია.

„კასტელო მარეს“ მმართველის განცხადებით, საკმაოდ დიდი მოლოდინი აქვთ ახალი წლიდან აქტივობის კუთხით პოლონეთიდან და ჩეხეთიდან.

„გვაქვს მოლოდინი, რომ უზბეკეთი გააქტიურდება, რადგან „კასტელო მარე“ არის გამაჯანსაღებელი კომპლექსი და მათთვის სამედიცინო-გამაჯანსაღებელი მიმართულება პრიორიტეტულია. ვფიქრობთ, რომ ყაზახეთიც აქტიური იქნება,. თებერვალში, სტამბულში იგეგმება ტურისტული კომპანიების ერთ-ერთი დიდი გამოფენა, სადაც მივიღებთ მონაწილეობას“,- განაცხადა ზანდა მესხიძემ.

მისი შეფასებით, გამოფენებზე მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, „რადგან უნდა წარმოვადგინოთ საქართველო, რეგიონი და მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის“.

რაც შეეხება სასტუმროს სერვისებს, „კასტელო მარე“ სტუმრებს სთავაზობს გამაჯანსაღებელ და ველნეს პროგრამებს, ასევე თანამშრომლობს კომპანიებთან კორპორაციული ღონისძიებების ნაწილში.

„ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა კულტურული ღონისძიებების ნაწილში და მართავს ფესტივალებს. ნოემბერში გვქონდა მანდარინობის ფესტივალი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს. სეზონზე გავმართეთ რეტრო ღონისძიებები ღია სივრცეში. ასევე გავმართეთ ლუდის ფესტივალი. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებებით შევთავაზებთ ახალი წლიდან  სხვადასხვა სერვისებს ჩვენს მომხმარებლებს“, - განაცხადა ზანდა მესხიძემ.  

ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები