სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გაფართოებას განაგრძობს. 23 დეკემბერს, ბორჯომში, „მაგნიტის“ რიგით 500-ე ფილიალი გაიხსნება, რომელიც იქნება განსხვავებული ფორმატის - „მაგნიტი მაქსი“.
როგორც Business Insider Georgia-ს „მაგნიტში“ განუცხადეს, „მაგნიტი მაქსი“ ბორჯომის საკურორტო ზონის სტრატეგიულ წერტილში მდებარეობს, რომელიც მრავალი წელია ცნობილია, როგორც შესყიდვების ცენტრი.
„ეს ადგილი ბორჯომელებისთვის ნაცნობი და მოსახერხებელია, რაც ადგილობრივებსა და დამსვენებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. დაახლოებით 1 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სივრცე კი ოჯახისთვის ყველა საჭირო პროდუქტს გააერთიანებს და მომხმარებელს 24/7-ზე მოემსახურება.
ადგილზე, ასევე წარმოდგენილი იქნება „მაგნიტის წარმოების“ მზა კვების პროდუქტების ხაზი - საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები, პურ-ფუნთუშეული და თონე. მომხმარებელი ასევე შეძლებს, მისთვის სასურველი პროდუქტი, ადგილზე, კომფორტულად მოწყობილ სივრცეში დააგემოვნოს. შეგახსენებთ, რომ მაგნიტის წარმოებაში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურსათო ჯაჭვში, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, უზრუნველყოფილია საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და უმაღლესი ხარისხი“, - განმარტავენ „მაგნიტში“.
ირკვევა, რომ განსხვავებული სუპერმარკეტის შესასვლელში განთავსებული ყავის აპარატი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მარტივად და სწრაფად თან გაიყოლოს (take-away) მისთვის სასურველი სახეობის არომატული ყავა.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 100 %-ით , ქართული კაპიტალით დაფუძნებული კომპანიაა და ის 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ „მაგნიტი“ ახლახან გახდა მსხვილი გაერთიანების, შპს „დეილი“ ჯგუფის წევრი, რომელიც აერთიანებს წამყვან სუპერმარკეტებს: „მაგნიტი“, „დეილი“, „სპარი“, „იოლი“, „კალათა“ და „გვირილა“, რაც ჯამში ქვეყნის მასშტაბით 1 600-ზე მეტ სუპერმარკეტს და ორგანიზებული ბაზრის 31%-იან წილს შეადგენს.
„მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 500 სუპერმარკეტი აქვს და 5 000-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა