მე ყველა ბიზნესს მინდა დავუჭირო მხარი, ვინც მიუხედავად პრესინგისა და ბულინგისა არ დაფიქსირდა ამ უცნაურ პლატფორმებზე, - აცხადებს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ლექვინაძემ ბიზნესსაც მიმართა და უთხრა ნუ გამოაყენებინებენ თავს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც წლების წინ ბიზნესის პრესინგში დიდი წვლილი აქვთ მიღებული და დღეს თავისი დღის წესრიგი გააჩნიათ.
„მე მინდა მხარ დავუჭირო ყველა იმ ბიზნესს, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი პლატფორმები გამოჩნდა, სადაც თითქოს თავისუფალი ბიზნესის იდეით ხდება მიწოდება მომხმარებლისთვის ამ ნაწილის და ბიზნესი, რომ საქართველოში თავისუფალია ამას ყველა გრძნობს და თვითონ ბიზნესმენები საუბრობენ ამაზე. მე ყველა ბიზნესს მინდა დავუჭირო მხარი ვინც მიუხედავად პრესინგისა და ბულინგისა არ დაფიქსირდა ამ უცნაურ პლატფორმებზე. იმ ბიზნესებსაც მინდა დავუჭირო მხარი ვინც დაფიქსირდა და მხარდაჭერა გამოხატა ასეთი ტიპის პლატფორმებზე. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი პრესინგის და ბულინგის შედეგად მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. 270 000-მდე აქტიური ბიზნესია და 1500, რომლის ალბად 0,5%-მდე, მათი სახელით საუბარი, რომ ბიზნესი რაღაც პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს მე ვფიქრობ რომ ცოტა არასერიოზულია. თუ ნახავთ ამ მხარდამჭერ კომპანიებსაც იქ ალბად 20-25 ერთეული, დანარჩენები არიან მოდი ვთქვათ პირდაპირ: ეს პლატფორმა მხარდაჭერილია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომლებიც არიან ბიზნესმენები და რომელთა დღის წესრიგშიც ეს პროცესი დგას.
მე მინდა ამ ბიზნესებს მივმართო, რომ ყველას უნდა საქართველოში სიმშვიდე, ყველას უნდა ევროპული მომავალი და ამაში სრული თანხმობა გაქვს. უბრალოდ ნუ ვიზამთ ისე, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც წლების წინ ბიზნესის პრესინგში დიდი წვლილი აქვთ მიღებული ნუ გამოვაყენებინებთ თავს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში. ჩემი მხარდაჭერა ყველა ბიზნესს და მე მესმის აბსოლუტურად ყველასი, მესმის რამხელა პრესინგი მიმდინარეობს ისევე როგორც ყველა სხვა მიმართულებით ამ კუთხითაც“, - განაცხადა ლექვინაძემ.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა