მინერალური წლების იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 153,455.67 ათასი დოლარის ღირებულებს 237,736,811.26 ლიტრი წყალი გაიტანა. 2023 წლის 11 თვეში კი მინერალური წყლების ექსპორტმა 205,188,589.52 ლიტრი შეადგინა.
საქართველოში ჩამოსმული მინერალური და მტკნარი წყლებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, ხოლო შემდეგ მოდის ყაზახეთი და უკრაინა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:
რუსეთი - 132,738,325.66 ლიტრი
ყაზახეთი - 36,813,266.30 ლიტრი
უკრაინა - 22,549,345.70 ლიტრი
ლიეტუვა - 11,084,778.66 ლიტრი
უზბეკეთი - 8,870,995.32 ლიტრი
ბელარუსი - 4,024,193.64 ლიტრი.
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტმა მოცულობის კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს 2021 წელს მიაღწია. ამ წელს ქვეყანამ 257,505,778.12 ლიტრი წყალი გაყიდა, საიდანაც 141,808.18 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
უახლესი
51 წუთის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები