გიზიარებთ ბლოგს: Gap Inc (GAP)-მა მესამე კვარტალში, რომელიც მან 2024 წლის 2 ნოემბერს დაასრულა, 355 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საოპერაციო შემოსავალი გამოაცხადა, ხოლო ოპერაციულმა მარჟამ 9.3% შეადგინა. ეს რიცხვი შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მარჟის მაჩვენებელს წარმოადგენს და გასულ წელთან შედარებით 2.7%-იან გაუმჯობესებასაც აჩვენებს.
Gap Inc (GAP)-ის საოპერაციო ხარჯები მესამე კვარტალში, $1,28 მილიარდამდე, ოდნავ შემცირდა (გასული წლის იმავე კვარტალში ხარჯები $1,30 მილიარდს შეადგენდა). რაც შეეხება კომპანიის წმინდა შემოსავალს, ის $274 მილიონამდე გაიზარდა, წინა წელს კი მხოლოდ $218 მილიონი იყო. ზრდა დაფიქსირდა მოგებაშიც თითო აქციაზე (EPS), რომელმაც 24,1%-ით იმატა და 0,72 აშშ დოლარს მიაღწია (შარშანდელ 0,58 დოლართან შედარებით). გარდა ამისა, Gap Inc (GAP)-ის გროს მარჟა 42.7%-მდე გაუმჯობესდა, რაც წინა წელთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა.
Gap Inc (GAP)-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ დიქსონმა აღნიშნა, რომ Gap Inc (GAP)-ის მიერ განვლილი კიდევ ერთი წარმატებული კვარტალური შედეგით ამაყობს. ,,ჩვენ მოვიპოვეთ ბაზრის წილი ყველა ჩვენს ბრენდში და მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ ჩვენი ოპერაციული მარჟა”,-განაცხადა დიქსონმა.
აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა ისიც, რომ სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული განხორციელებითა და Gap Inc (GAP)-ის ბრენდების განვითარებაზე ფოკუსირებით, კომპანია მეოთხე კვარტლისთვის კიდევ უფრო მოიკრებს ძალას.
აღსანიშნავია, რომ საშობაო სეზონის დაწყებასთან ერთად, ანალიტიკოსების დაკვირვებით, ინვესტორები საცალო ვაჭრობის სექტორს განსაკუთრებული ოპტიმიზმით უყურებენ.
Gap Inc (GAP)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.
*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
უახლესი
4 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები